გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ხარაგაულის სოფლებში წყლისა და ელექტროენერგიის მიწოდება შეზღუდულია

8-06-2019

გუშინდელმა ძლიერმა წვიმამ ხარაგაულის სოფლები დააზარალა.


გარესამყაროს მოწყვეტილია სოფელი სოფელი ლეღვანი. ასევე დაზიანდა სოფელი დიდვაკე.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ მსგავსი სტიქია დიდი ხანია არ ყოფილა. წყლის სიმაღლე ორ-ორმეტრნახევარს აღწევდა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის, ნიკოლოზ თოფურიძის თქმით, წყლის მიწოდების პრობლება ისევ რჩება, ხოლო ელექტროენერგია ნახევარზე მეტ სოფლებში უკვე ჩართულია.

"მუშაობა მიმდინარეობს ღამი ორი საათიდან. სამი მიმართულების პრობლემა გვაქვს. ერთი, რომ დაბა ხარაგაულს აღარ მიეწოდება სასმელი წყალი და გადადის 4-საათიან რეჟიმზე სასმელი წყლის მომარაგების თვალსაზრისით; რიგ სოფლებში იყო დენი გამორთული და "ენერგო-პრო ჯორჯია" მუშაობს ამ პრობლემებზე და ნახევარ სოფლებში დენი უკვე ჩართულია; ასევე მოშლილია ინფრასტრუქტურული მისადგომი სოფელ ლეღვანსა და მარელისში" - განაცხადა ხარაგაულის მერმა.

მისი თქმით კომისია ზარალს ითვლის.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმესაათიანი ძლიერი წვიმის შედეგად ხარაგაულის მდინარეები - ჩხერიმელა და ლეღვნულა ადიდდა, რამაც მნიშვნელოვნად დააზარალა სოფლები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031