8-06-2019
პარლამენტის წევრის, კახაბერ ოქრიაშვილის ხელმძღვანელობით, ყაზახეთში საქართველოდან სადამკვირვებლო დელეგაცია გაემგზავრა.
საქართველო-ყაზახეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარის, კახაბერ ოქრიაშვილის გარდა, ყაზახეთში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებს ამავე ჯგუფის წევრები, სიმონ ნოზაძე და რამაზ ნიკოლაიშვილიც დააკვირდებიან.
ყაზახეთში რიგგარე საპრეზიდენტო არჩევნები 9 ივნისს, ადგილობრივი დროით 07:00-დან 22:00 საათამდე გაიმართება.
ქართული სადამკვირვებლო ჯგუფის გარდა, საპრეზიდენტო არჩევნებს დსთ-ს წევრი ქვეყნების საპარლამენტთაშორისო ასამბლეის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც დააკვირდებიან.