გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სამტრედიის ქუჩაზე, ერთ-ერთ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს

8-06-2019

თბილისში, სამტრედიის ქუჩის პირველ ნომერში მდებარე ბინაში გარდაცვლილი ქალი იპოვეს.


როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, უწყებაში შევიდა შეტყობინება, რომ ბინიდან უსიამოვნო სუნი იგრძნობოდა. მეზობლების თქმით, მათ კარს არავინ უღებდა, რის შემდეგაც, გამოიძახეს მაშველები.


ადგილზე მისულ სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს ბინაში დახვდათ ქალის ცხედარი. ბინაში იმყოფებოდა კიდევ ორი ქალი, რომელთაგან ერთი იყო კონტაქტური, მეორე კი, უგონო მდგომარეობაში.


ორივე მათგანი სააავადმყოფოში გადაიყვანეს.


ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მობილიზებულია სამაშველო და საპატრულო ჯგუფები და ასევე, სასწრაფო დახმარების ბრიგადა.



1tv.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930