გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სამტრედიის ქუჩაზე გარდაცვლილის გარდა სახლში კიდევ სამი ადამიანი იმყოფებოდა

8-06-2019

თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ქალის ცხედარი იპოვეს. ქალთან ერთად ბინაში ასევე იმყოფებოდა კიდევ სამი ადამიანი, რომლებიც სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

მაშველებმა სახლში კარის შემტვრევით შეაღწიეს. 

112-ში კორპუსში მაცხოვრებლებმა უსიამოვნო სუნის გამო დარეკეს.

სამი ადამიანიდან ერთი უგონო მდგომარეობაში იყო, ორი კი გონზე მყოფი.

ცხედარს ექსპერტიზაზე სპეციალური ავტომობილით გადაასვენებენ. ადგილზე ექსპერტ კლრიმინალისტები მუშაობენ. შემთხვევის ადგილზე ასევე იმყოფებიან სამართალდამცავები.

დაშავებული ქალის მდგომარეობაზე კომენტარი გააკეთეს ექიმებმა.

„სასწრაფო დახმარების მიერ მოყვანილ იქნა ავადმყოფი, მდედრობითი სქესის, დაახლოებიოთ 80 წლის ასაკამდე. ავადმყოფი ჩივილებს ვერ წარმოადგენდა მას უტარდება გამოკვლევები, დაიგეგმა სპეციალისტების კონსულტაციები. მიმდინარეობს კომბინირებულად როგორც სპეციალისტების, ასევე ანტიშოკური მკურნალობები. ამ ეტაპზე ავადმყოფის მდგომარეობა არის მძიმე, მაგრამ სტაბილური“ - განაცხადა გერმანული ჰოსპიტალის ექიმმა, ზვიად დევდარიანმა.

„შემოიყვანა 112-მა. ახლა გაურკვეველია მდგომარეობა რა იყო და როგორ, ჩვენ ინფორმაციას არ ვფლობთ. მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. უტარდება შესაბამისი კვლევები, ფსიქიატრის, რეანიმატოლოგის დაკვირვებები, ამ ეტაპზე ფსიქოლოგის დახმარება არ სჭირდება“ - აცხადებს მორიგე რანიმატოლოგი, გადაუდებელი დახმარების ექიმი, ტერეზა კოსაჩუკი.

როგორც მეზობლები აცხადებენ, ოჯახთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ, ისინი არ კონდაქტობდნენ და კარჩაკეტილები იყვნენ. მეზობლების თქმით, მათ ეგონათ, რომ ბინაში გაზის სუნი იდგა.

შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930