გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოლიდარობის 5 წელი-ქველმოქმედების მიზნით ამჯერად ახალგაზრდა ფოტოგრაფები ერთიანდებიან

8-06-2019

„სოლიდარობის ფონდი“ 9 ივნისს დაარსებიდან 5 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით „ღვინის ქარხანაN1-ში“ დაგეგმილია საქველმოქმედო ფოტოგამოფენა. ქარხნის ტერიტორიაზე წარმოდგენილი იქნება ახალგაზრდა ფოტოგრაფების მიერ ექსკლუზიურად „სოლიდარობის ფონდისთვის“ გადაღებული ფოტოები, როგორც მსახიობი ბავშვების, ასევე ბენეფიციარების მონაწილეობით. ფოტო-პროექტის მიზანი ფონდის შესახებ ცნობადობის ამაღლება და მწვავე პრობლემაზე საზოგადოების ყურადღების გამახვილებაა. 

პროექტში მონაწილეობენ დავით ჭალიძე, ზურა ქართველიშვილი, ალექს აფციაური და ბექა ჯავახიშვილი. დავით ჭალიძემ ფონდის ბენეფიციართა პორტრეტები გადაიღო. ალექს აფციაურმა იმუშავა ფონდის პატარა მეგობრებთან, რომლებიც პროექტში თანატოლების დასახმარებლად ჩაერთნენ. ზურა ქართველიშვილმა კი ფოტო-სესია ფონდის პატარა მეგობრებსა და ბენეფიციართან ერთად დაგეგმა. თითოეულმა მათგანმა პროექტისთვის კონკრეტული თემა შეარჩია. სხვადასხვა დროს გადაღებული ფოტოები გადასცა საჩუქრად ფონდს ბექა ჯავახიშვილმა. 

ღონისძიების ფარგლებში საქველმოქმედო მიზნებისთვის გაიყიდება სხვადასხვა პროდუქტი და ნივთი, მათ შორის დეკორატიული მცენარეები. ამასთან ყველა კაფე-რესტორანი, რომელიც „ღვინის ქარხნის“ ტერიტორიაზე მდებარეობს 9 ივნისს გაერთიანდება ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების დასახმარებლად, სპეციალურად ამ დღისთვის სტუმრებს შესთავაზებს კერძს ან სასმელს, რომლის გაყიდვიდან შესული თანხა გადაირიცხება „სოლიდარობის ფონდის“ ანგარიშზე. 

დასაწყისი 17:00 სათზე.

მისამართი: თბილისი, ვასილპეტრიაშვილისქუჩა 1


სოლიდარობის ფონდი 2014 წელსპრემიერ-მინისტრის ინიციატივით შეიქმნა. ფონდმა დღემდე ონკოლოგიური დაავადებების მქონე 600-ზე მეტი ბავშვისა და 22 წლამდე მოზარდის მკურნალობა და დიაგნოსტიკა დააფინანსა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ. ფონდის შექმნიდან დღემდე მობილიზებულია 16 000 000 ლარზე მეტი. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930