გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: კეთდება უსაფუძვლო განცხადებები ოპონენტების მხრიდან, რასაც ჩვენ მთელი ამ წლების განმავლობაში მიჩვეულნი ვართ

9-06-2019

პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივნმა, ირაკლი კობახიძემ მიმდინარე შუალედური არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.


"მთაწმინდის საარჩევნო ოლქში არჩევნების მეორე ტური ტარდება. მეორე ტური თავისთავად დემოკრატიის მაღალ სტანდარტს და არჩევნების მაღალ სტანდარტს ცხადყოფს, რომელიც საქართველოში 2012 წლიდან დამკვიდრდა.


პირველ ტურში ჩვენი კანდიდატი ცალსახა ლიდერი იყო. ჩვენ მეორე ტურშიც დამაჯერებელ გამარჯვებაში დარწმუნებულები ვართ. საკმაოდ მაღალი აქტივობისთვის მადლობას გადავუხდით ამომრჩეველს. 10 საათის მდგომარეობით 31 %-ით მაღალია აქტივობის მაჩვენებელი პირველ ტურთან შედარებით. თუ იქნება მაღალი აქტივობა, ასეთ შემთხვევაში იქნება დიდი სხვაობა მეორე ტურში. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ამომრჩეველს აქტიურობისკენ და სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაფიქსირებისკენ.


31-ვე საარჩევნო უბანი სათანადო დროს შეფერხების გარეშე გაიხსნა , რაიმე არსებითი ხარვეზი არ დაფიქსირებულა.


კეთდება უსაფუძვლო განცხადებები ოპონენტების მხრიდან, რასაც ჩვენ მთელი ამ წლების განმავლობაში მიჩვეულნი ვართ. არის პროცესში გარკვეული დაძაბულობის შეტანის მცდელობა, ამასაც მიჩვეულნი ვართ და ვიცით რის ნიშანიც არის ეს. ეს არის იმის ნიშანი, რომ ჩვენი ოპონენტები იბრძვიან არა გამარჯვებისთვის , არამედ ისინი გარდაუვალი დამარცხებისთვის ემზადებიან.


რა თქმა უნდა ოპონენტებს მოვუწოდებთ , რომ შეინარჩუნონ სიმშვიდე და მისცენ მშვიდ გარემოში მუშაობის საშუალება როგორც ამომრჩეველს, ასევე საარჩევნო ადმინისტრაციას.დარწმუნებულნი ვართ, მთაწმინდის ამომრჩეველი სწორ არჩევანს გააკეთებს. ყველა საარჩევნო უბანზე მაღალი აქტიურობა არის ძალიან მნიშვნელოვანი", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031