გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სააკაშვილი რადას ვადამდელ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას

9-06-2019

მიხეილ სააკაშვილის პარტია „ახალ ძალთა მოძრაობა“ უკრაინაში რადას ვადამდელ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ამის ექსპრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.


მისი თქმით, გადაწყვიტა, არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღონ მონაწილეობა. სააკაშვილის განმარტებით, პარტიამ გადაწყვეტილება იმ საერთო ტალღის მხარდასაჭერად მიიღო, რომელიც ზელენსკის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ აგორდა.


მანამდე ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, პარტია „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის დედაქალაქის, კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს პარტიის „უკრაინის დემოკრატიული ალიანსი რეფორმებისათვის“ თავმჯდომარეობაზე უარი განაცხადა.


სააკაშვილი უკრაინაში 29 მაისს ჩავიდა. ეს მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ მას უკრაინის მოქალაქეობა აღუდგინა. მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ექსპრეზიდენტ პოროშენკოს განკარგულებით 2017 წლის 26 ივლისს ჩამოართვეს.





https://imedinews.ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031