გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ თალაკვაძე: ჩვენი ოპონენტები კვლავაც ცდილობენ, აბსურდული ბრალდებებით საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია მოახდინონ

9-06-2019

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძე, მიმდინარე არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.


"ჩვენი ოპონენტები, მათი წარმომადგენლები წინასაარჩევნო პროცესში დაწყებულ კამპანიას აგრძელებენ და კვლავაც ცდილობენ, აბსურდული ბრალდებებით საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია მოახდინონ.


მათი რიტორიკა ნათლად ადასტურებს, რომ „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად იმარჯვებს და ისინი გარდაუვალი მარცხისთვის სწორედ ამ გზით ცდილობენ წინასწარ თავის გამართლებას.


ჩვენო თანამოქალაქეებო, მთაწმინდელებო გთხოვთ მაქსიმალურ აქტიურობას, თითოეული თქვენგანის ხმას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენი მიზანია, არა უბრალოდ სასურველ შედეგს მივაღწიოთ, არამედ დამაჯერებელი უპირატესობით გავიმარჯვოთ.


მივმართავთ „ქართული ოცნების“ აქტივსაც, იმუშავეთ მშვიდად, გეგმაზომიერად და ოპონენტების შესაძლო აგრესიას, პროვოკაციებს კანონისმიერი მეთოდებით უპასუხეთ. ნებისმიერი სახის დარღვევის შემთხვევაში, შეადგინეთ შესაბამისი საჩივარი, ან დააფიქსირეთ შენიშვნა ჩანაწერთა წიგნში. ნამდვილად არავის მისცეთ საშუალება დისონანსი შეიტანოს პროცესში, რომელიც დილიდან მშვიდ, დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში მიმდინარეობს დარწმუნებული ვარ, სწორ არჩევანს გავაკეთებთ და ღირსეულ, დამაჯრებელ გამარჯვებას კიდევ ერთხელ, ყველა ერთად ვიზეიმებთ", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031