გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შს მინისტრი: მისასალმებელია, რომ არჩევნები ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უბანში ასე მშვიდად მიმდინარეობს

9-06-2019

ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ მთაწმინდის საარჩევნო ოლქში, შუალედური არჩევნების მე-2 ტურში საკუთარი არჩევანი დააფიქსირა და ამომრჩევლის სტატუსით ერთ-ერთ საარჩევნო უბანს ეწვია. 

გახარიამ ჟურნალისტებთან არჩევნების მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობაზე ისაუბრა.

"პირველ რიგში ხმა მივეცი მთაწმინდის, სოლოლაკის განვითარებას, შემდეგ რა თქმა უნდა ხმა მივეცი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. მისასალმებელია, რომ მეორე ტური საქართველოს დედაქალაქში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უბანში ასე წყნარად და მშვიდად მიმდინარეობს, დასრულდება და რა თქმა უნდა გაიმარჯვებს ღირსეული" -განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031