გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ თალაკვაძე: ველით, როდის შემოუერთდება ლადო კახაძე საპარლამენტო უმრავლესობას

9-06-2019

„ჩვენი დაკვირვებით და იმის გათვალისწინებით, რომ აქტივობა იყო საკმაოდ მაღალი ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ლადო კახაძემ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. მინდა მას მივულოცო ეს გამარჯვება და ველით როდესაც ის შემოუერთდება საპარლამენტო უმრავლესობას“ - განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ. 

მისი თქმით, ლადო კახაძემ ძალიან კარგად იცის, რა მხარდაჭერას ელოდება მთაწმინდელების მხრიდან. 

„მე დარწმუნებული ვარ მასაც აქვს იგივე მოლოდინი და განცდა, რომ დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს მეორე ტურში. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს მხარდამჭერებს. საარჩევნო ადმინისტრაციამ , როგორც ვნახეთ, ძალიან ორგანიზებულად, დიდი ექსცესების გარეშე ჩაატარა კენჭისყრის პროცესი. ყველა იმ მცირე ინციდენტთან დაკვშირებით, რაზეც დღეს ყურადღება გამახვილდ,ა შესაბამისი რეაგირება მოხდა ან მოხდება მომავალში. საბოლოო რიცხვებს საარჩევნო ადმინისტრაცია აჯამებს , შესაბამისად დაველოდოთ დათვლის შედეგებს” - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930