გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის 10 წლის იუბილეზე მიღებული დეკლარაცია ისტორიული დოკუმენტია

12-06-2019

აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის 10 წლის იუბილეზე მიღებული ერთობლივი დეკლარაცია ისტორიული მნიშვნელობის მქონე დოკუმენტია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ვაშინგტონში ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, დოკუმენტი აფასებს სტრატეგიული პარტნიორობის განვლილ 10-წლიან პერიოდში მიღწეულ საერთო წარმატებას და აყალიბებს იმ პოლიტიკურ ხედვას, რომელიც განმსაზღვრელი იქნება სტრატეგიული პარტნიორობისთვის შემდგომი წლების მანძილზე.

“დოკუმენტი მოიცავს ყველა მიმართულებას - უსაფრთხოების საკითხებს, სამხედრო სფეროში თანამშრომლობას, საერთაშორისო პოლიტიკას რეგიონთან მიმართებაში, საქართველოს ეკონომიკური განვითარების პოტენციალის რეალიზაციის უზრუნველყოფას, მეტ ამერიკულ ინვესტიციას საქართველოში და ყველა იმ მიმართულებას, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ქართული სახელმწიფოსთვის”,- აღნიშნა მამუკა ბახტაძემ. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930