გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერვიუ
„სკანდალური კორუფციული სქემა ჯანდაცვის სამინისტროში... ადვოკატი, სოცმუშაკი, სოციალური სამსახურის მაღალჩინოსნები“ - რა დეტალებს უმხელს პორტალ NSP.GE - ს წყარო

8-09-2024

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ სკანდალურ მასალას, რომელიც ჩვენმა წყარომ მოგვაწოდა და რომელიც ჯანდაცვის სამინისტროში არსებულ სავარაუდო კორუფციული სქემას და სისტემურ დანაშაულს ეხება.


ჩვენი რესპონდენტის ინფორმაციით, საქმე ეხება ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ  სახელმწიფო ზრუნვისა  და ტრეფიკინგის  მსხვერპლთა,  დაზარალებულთა დახმარების  სააგენტოს, რომლის თანამშრომლებიც, გარკვეული დაინტერესების სანაცვლოდ, სასამართლოში წარსადგენ მასალებს აყალბებენ.


„ამ საქმეში, როგორც წესი, შუამავლის როლს კლიენტსა და ე.წ. ზრუნვის სააგენტოს თანამშრომლებს შორის ზოგიერთი ადვოკატი ასრულებს.

სქემის თანახმად, თუ საქმე ოჯახურ ან ქონებრივ დავას ეხება, ე.წ. ზრუნვის სააგენტოს თანამშრომლები, მათთვის სანდო ადვოკატის შუამავლობით, შედიან უკანონო გარიგებაში ერთ-ერთ მხარესთან, რათა მან ქონებრივ დავაში მეტი მატერიალური სარგებელი მიიღოს.


ანუ, მაგალითად, თუ საქმე ეხება განქორწინებას და ქონების გაყოფას, მნიშვნელოვანი ფაქტორია ბავშვების საკითხი. იმის გამო, რომ ბავშვები დარჩეს ამა თუ იმ მხარესთან, რასაც ზოგიერთ შემთხვევაში მშობლები მატერიალური სარგებლის მისაღებად იყენებენ (ალიმენტი, უძრავ-მოძრავი ქონება და ა.შ.), საქმეში ე.წ. ზრუნვის სააგენტოს თანამშრომლები ერთვებიან“, - აცხადებს ჩვენი რესპონდენტი.


მისივე თქმით, ე.წ. ზრუნვის სააგენტოში მოქმედებს მთელი ვერტიკალი, რომლებიც ერთმანეთთან კავშირში არიან და საჭიროების შემთხვევაში ერთმანეთს აზღვევენ.


„საქმეში თავდაპირველად სოციალური მუშაკი ერთვება, რომლის დასკვნაც სასამართლოს უნდა წარედგინოს. გაყალბების პირველი საფეხური სწორედ სოციალურ მუშაკზე მოდის, რომელიც დაინტერესების შემთხვევაში წერს ყალბ დასკვნას, საჭიროების შემთხვევაში, სრულიად აიგნორებს ბავშვთა უფლებებს, თვალს ხუჭავს ფაქტებზე, რომელიც მასთან გარიგებაში მყოფ მხარეს არ აწყობს, თუნდაც ეს ფაქტები უმძიმესი სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს.


იმ შემთხვევაში კი, თუ მხარე/მშობელი სოციალური მუშაკის დასკვნას გააპროტესტებს, სოცმუშაკის მხარდასაჭერად უკვე უწყების ფსიქოლოგები, იურისტები და სხვა შესაბამისი რანგის თანამშრომლები გამოდიან. ამაში შეიძლება ჩართული იყოს უწყების ნებისმიერი თანამშრომელი, დაწყებული რიგითი მოხელეებიდან, დამთავრებული იმ სტრუქტურით, რომელსაც მათი საქმიანობის კონტროლი ევალება.


ყველა ერთად კი ქმნის კორუფციულ ჯაჭვს, რა დროსაც ყველაზე მეტად არასრულწლოვნები ზარალდებიან და შესაძლოა, მათმა კორუფციულმა ინტერესმა საერთოდ იმსხვერპლოს არასრულწლოვნების მომავალი“ - აცხადებს ჩვენი რესპონდენტი.


მისივე თქმით, კერძო საუბრებში, ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური სამსახურის თანამშრომლები, ამის მიზეზად დაბალ ანაზღაურებას ასახელებენ.

„ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური სამსახურის თანამშრომლები სასამართლოში, პრივატულ საუბრებში ხშირად უსვამენ ხაზს, რომ მათ დაბალი ანაზღაურება აქვთ.


დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე სკანდალური საქმე განიხილება, სადაც ერთ მხარეს ბავშვების ინტერესები, ხოლო მეორე მხარეს ფინანსური ინტერესები დგას.


აღნიშნულ საქმეებში მხარეები არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის მოქალაქეები, ამ საქმეებს კი ერთი რამ აერთიანებთ - ყველა მათგანის უკან დგას ფინანსური ინტერესი და ყველგან ფიგურირებენ ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური სამსახურის თანამშრომლები“ - აცხადებს ჩვენი რესპონდენტი.


საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფლციულ ბიუროს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს და პროკურატურას, დაინტერესდნენ ჯანდაცვის სამინისტროს აღნიშნულ სსიპ-ში არსებული ვითარებით.


აგრეთვე,  საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE მზადყოფნას გამოთქვამს ითანამშრომლოს საგამოძიებო უწყებებთან მისთვის ცნობილ ფაქტებთან დაკავშირებით.


საკონტაქტო ინფორმაცია: e-mail: nsp@nsp.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2024    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031