გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველო 2019 წლის „მშვიდობის გლობალურ ინდექსში“ სამი პოზიციით დაწინაურდა

12-06-2019

2019 წლის „მშვიდობის გლობალურ ინდექსში“ საქართველო დაწინაურდა. 

163 ქვეყანას შორის საქართველო 99-ე ადგილზეა. შარშანდელ რიტინგთან შედარებით საქართველოს სამი პოზიციით დაწინაურდა.

მშვიდობის გლობალური ინდექსის ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ „საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც 2008-დან 2019 წლამდე პერიოდში 20%-ით უფრო მშვიდობიანი გახდა“.

„მშვიდობის გლობალური ინდექსის“ ავტორი ლონდონის ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტია. ექსპერტები ყოველწლიურად 160-ზე მეტ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას იკვლევენ. ქვეყნებს რამდენიმე კრიტერიუმით აფასებენ. მათ შორისაა ომი, ტერორზიმი, პოლიციელების მხრიდან ძალადობა, შეიარაღების ექსპორტი, საზოგადოების ერთიანობა და ადამიანის უფლებები დაცვა.

ყველაზე მშვიდობიან რეგიონად 2019 წელს ევროპაა აღიარებული. ავტორების თქმით, ამას ხელი შეუწყო ევროპაში ტერაქტების რაოდენობის შემცირებამ.

რეიტინგში პირველ ადგილზეა ისლანდია. მეორეა ახალია ზელანდია, ხოლო მესამეზე პორტუგალია.

რუსეთის კვლევის ავტორთა შეფასებით 154-ე ადგილზეა. უკრაინა 150-ეა. პოსტსაბჭოთა სივრცეში საუკეთესო შედეგი აქვს ლატვიას, ესტონეთს და ლიეტუვას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930