12-06-2019
„შალვა შავგულიძესთან დაკავშირებით მინდა, გავაკეთო აქცენტი. ადამიანი, რომელიც უფლებადამცველი და ჩემი დამცველი ბოკერიას ხროვისგან“-ამის შესახებ ჟურნალისტმა ზაზა დავითაიამ განაცხადა.
„მე მას ვუსვამ მწვავე, მაგრამ ლეგიტიმურ კითხვას, როგორ აღმოჩნდა იმ ადამიანების გვერდით, რომლისგანაც მე ის მიცავდა. მისი თანდასწრებით კვლავ ძალადობს ბოკერიას ხროვა ჩემზე, ამ დროს შავგულიძის რეაქცია არის ნული. ჩემი კითხვაა მის მიმართ: „ბატონო შალვა, ღმერთმა ნუ ქნას, ხელისუფლებაში თქვენ რომ მოხვიდეთ, მოქალაქეს, რომელსაც უსამართლოდ ებრძვის ზონდერი და პოლიცია ერთდროულად, ზუსტად ისე გამოექომაგებით, როგორც ეს მოხდა იმ ბრიფინგზე, სადაც თქვენი თანდასწრებით ჩემს მიმართ ახალი უსამართლობა განხორციელდა?“
შავგულიძე ამ შემთხვვეაში არის ტიპიური წარმომადგენელი ჯალათური, რეპრესიული რეჟიმისა, ის არის გამგრძელებელი იმ საქმისა, რასაც ჩადიოდნენ. შალვა შავგულიძემ, ფაქტობრივად, თავის თავზე აიღო სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულებები, კეთილი უნდა ინებოს, იმავე დანაშაულისთვის თავად აგოს პასუხი.
არ ვაპირებ, ვიარო ხულიგნის იმიჯით. ისევე როგორც სააკაშვილის რეჟიმის პირობებში ჩავიცვი რკინის ქალამანი და შევძელი ჩემი თავის რეაბილიტაცია მომეხდინა, დამემტკიცებინდა, რომ შეიარაღებული გადატიალების ბრალდება ჩემს მიმართ შეთითხნილი იყო, დღეს ამ ხელისუფლებამ თამასა დაბლა დასწია ჩემს მიმართ, ისინი შეიარაღებულ გადატრიალებას მაინც მაბრალებდნენ და ამათ ხულიგნად გამოვყავარ. ჩავიცვამ რკინის ქლამანებს, იმისათვის რათა დავადგინო ჩემი უდანაშაულობა“-აცხადებს დავითაია.