გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისში 22 ოჯახს საცხოვრებელი ფართები 1 ლარად გადაეცემა

12-06-2019

თბილისის მერია დიდ დიღომში მცხოვრებ 21, ხოლო ისანში მცხოვრებ ერთ ოჯახს საცხოვრებელ ფართებს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადასცემს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ბიუროკრატიული ბარიერების გამო, აღნიშნული მოქალაქეები წლების განმავლობაში ფართების დაკანონებას ვერ ახერხებდნენ. 

„იცით, რომ დაწყებული გვაქვს ბინების დარეგისტრირების პროექტი და გასული წლიდან დღემდე, საკმაოდ ბევრი ოჯახი გავაბედნიერეთ. ამჯერად, დიდი დიღმის II მიკრორაიონში, კორპუსი N27ა-ში მცხოვრებ 21 ოჯახს საცხოვრებელი ფართები ერთ ლარად, სიმბოლურ ფასად გადაეცემა. ეს ადამიანები წლების განმავლობაში აქ ცხოვრობდნენ და გარკვეული ბიუროკრატიული პრობლემების გამო, ფართების დაკანონებას ვერ ახერხებდნენ. ასევე, ისანში, მელაანის V შესახვევის N20-ში მცხოვრებ ერთ ოჯახს საცხოვრებელი ფართები ერთ ლარად გადაეცემა. მინდა მივულოცო მათ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძის თქმით, იმ მოქალაქეებმა, რომლებიც საცხოვრებელი ფართების დარეგისტრირებას ვერ ახერხებენ, რაიონულ გამგეობებს უნდა მიმართონ. 

„მერია სიმბოლურ ფასად საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროცესს განაგრძობს და ვისაც აღნიშნული პრობლემა წლების განმავლობაში აწუხებს, ფართის დარეგისტრირებას ვერ ახერხებს, უნდა მიმართოს რაიონულ გამგეობას, რომელიც მერიასთან შუამდგომლობას მოახდენს. საბოლოო გადაწყვეტილებას უკვე ჩვენ მივიღებთ. მზად ვართ, მთავრობის მომდევნო სხდომებზეც ანალოგიური მიდგომა და დამოკიდებულება გვქონდეს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930