12-06-2019
2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი ცნობილია.
გამოცდები 1 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტირებით დაიწყება და 23 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.
აპლიკანტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭვდა ელექტრონულად პირადი გვერდიდან შეეძლებათ.
„ერთიანი ეროვნული გამოცდები 1 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტირებით დაიწყება და დამთავრდება 23 ივლისს ფიზიკის ტესტირებით“- განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ.