გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი კვირიკაშვილი ევროპარლამენტარებს შეხვდა

12-02-2018


 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპარლამენტარებს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა დელეგაციის წევრებს განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. საუბარი შეეხო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკისა და საშინაო რეფორმების მთავარი პრიორიტეტი, სწორედ ევროკავშირში ინტეგრაციაა.

 

ევროპარლამენტარებმა ერთხმად გამოხატეს მხარდაჭერა საქართველოში განხორციელებული რეფორმების მიმართ და ხაზი გაუსვეს ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესს. ევროპარლამენტარებმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირეს მხარდაჭერა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრისას ყურადღება გაამახვილა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ფარგლებში ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის მნიშვნელობაზე და გამოხატული მხარდაჭერისათვის დელეგაციის წევრებს მადლობა გადაუხადა.

 

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ესწრებოდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930