გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ალენ დელონი საავადმყოფოში მოხვდა

15-06-2019

ფრანგი მსახიობი ალენ დელონი ჰოსპიტალიზირებულია. ამის მიზეზი ძლიერი თავის ტკივილი გახდა.


BFM TV-ის ცნობით, 83 წლის მსახიობი საავადმყოფოში ექსტრემალურ ვითარებაში გადაიყვანეს. ალენ დელონს გულის არითმია აწუხებს, რაც თავბრუსხვევას და თავის ტკივილს იწვევს. 


გამოცემის ცნობით, ალენ დელონი საფრანგეთში ნეი-სიურ-სენის ჰოსპიტალში იმყოფება. 


კანის 72-ე კინოფესტივალზე საპატიო ოქროს პალმის რტო კინემატოგრაფიაში შეტანილი ღვაწლისთვის ალენ დელონს 20 მაისს გადასცეს. 83 წლის ფრანგმა მსახიობმა ჯილდო საკუთარი შვილისგან, ანუშკასგან მიიღო, რომელიც ასევე მსახიობი.


კარიერის განმავლობაში ალენ დელონი 90-ზე მეტ ფილმშია გადაღებული.




imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930