გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძეს დალასის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა

15-06-2019

პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე დალასის მსოფლიო ურთიერთობათა საბჭოსთან შეხვედრისას

სიტყვით გამოვიდა. 

როგორ პრემიერის პრესსამსახური იუწყება, გამოსვლის დასასრულს, მამუკა ბახტაძეს, დალასის მერის, მაიკ როულინგსის სახელით, დალასის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭეს.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა გამოსვლისას აღნიშნა, რომ აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის 10 წლის იუბილის აღნიშვნისას ორიოდე დღის წინ ხელი მოეწერა ახალ დეკლარაციას, რომელიც წარმოუდგენელ შესაძლებლობებს ქმნის ორივე ერისთვის.

პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე საქართველოს მიღწევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ განსაკუთრებული გარდაქმნა ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა.

სიტყვით გამოსვლის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მსოფლიო ურთიერთობათა საბჭოს წევრების კითხვებს უპასუხა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930