გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქართველ სუმოისტს აეროპორტში გულშემატკივრები დახვდნენ

16-06-2019

ქართველი სუმოისტი ტოჩინოშინი საქართველოშია. ლევან გორგაძეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრები დახვდნენ.


ტოჩინოშინი საქართველოში რამდენიმე დღით დარჩება, რომლის შემდეგაც, ის იაპონიაში დაბრუნდება. ის ივლისის სუპერტურნირშიც მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 7-21 ივლისს გაიმართება.


იაპონიის სუმოს ასოციაციის დირექტორთა საბჭომ აღიარა, რომ ტოჩინოშინს ასანოიამასთან სკანდალურად ცნობილ შეხვედრაში გამარჯვება წაართვეს. მსაჯების გადაწყვეტილების მიუხედავად, ტოჩინოშინმა მიზანს მომდევნო შეხვედრაშივე მიაღწია და იოკუძუნა კაკურიუს დამარცხებით ოძეკის ტიტული დაიბრუნა.



https://pia.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031