გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საკუთარი ბაბუის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს და მის თანამზრახველს თოთხმეტი წლით პატიმრობა მიესაჯათ

12-02-2018

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობაში, ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებასა და განადგურებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ბრალდებულები გ.გ. და მ.კ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით და 187-ე მუხლის მეორე ნაწილით.


სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 9 აპრილს, საღამოს საათებში, გ.გ. და მ.კ., ამ უკანასკნელის პაპის - ჯ.კ.-ს მოკვლის მიზნით ქ.თბილისში, მისსავე საცხოვრებელ სახლში მივიდნენ და დანებით ჯ.კ.-ს სხეულის სხვადასხვა მიდამოში მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს, ხოლო მას შემდგომ, რაც განზრახვა სისრულეში მოიყვანეს, კვალის დაფარვის მიზნით სახლში ხანძარი გააჩინეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა მ.კ. 2017 წლის 11 მაისს, ხოლო გ.გ. 2017 წლის 12 მაისს ქ.თბილისში დააკავეს. მათ ბრალდება სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’, და ,,გ’’ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკითა და ანგარებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.


თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით) და დანაშაულთა ერთობლიობით თითოეულს სასჯელის სახედ და ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ბრალდების მხარე აღნიშნულ განაჩენს სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930