გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოპოზიციამ რუსი დეპუტატის მიერ პარლამენტის სპიკერის ადგილის დაკავება გააპროტესტა

20-06-2019

პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა და "ქართული ოცნების" წევრს, ზაქარია ქუცნაშვილს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა.


ოპოზიციამ ეს ფაქტი გააპროტესტა. მათი თქმით, არ დაუშვებენ იმ ასამბლეის ჩატარებას, რომელშიც რუსი დეპუტატები მონაწილეობენ.

ისინი პარლამენტთან აქციას აანონსებენ.


"ვიკრიბებით ღირსების დასაცავად საღამოს 7 საათზე საქართველოს პარლამენტთან"- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.


„გავრილოვი ფეხს ვერ შედგამს პარლამენტში“- აცხადებენ "ევროპულ საქართველოში“.


"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, თინათინ ბოკუჩავამ კი ზაქარია ქუცნაშვილისთვის მანდატის შეჩერება მოითხოვა.


„ვითხოვთ, მანდატი შეუჩერდეს ზაქარია ქუცნაშვილს“ - ამბობს ბოკუჩავა.


„ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნა დაიკავეს და ამბობენ, რომ დარბაზში რუს დეპუტატებს არ შეუშვებენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930