20-06-2019
დღეს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაზე საქართველოს პარლამენტში რუსმა დეპუტატმა, გავრილოვმა პარლამენტის თავჯდომარის სკამი დაიკავა და სესიას გაუძღვა.
ამასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და აღნიშნა, რომ ეს ფაქტი ზიანს აყენებს ჩვენი თავისუფლების იდეას.
"უმძიმესი სანახავია საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მთავარ ტრიბუნასთან ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის ხილვა!
ეს ფაქტი ზიანს აყენებს ჩვენი თავისუფლების იდეას, აზიანებს ქართულ პარლამენტარიზმს!
სრულად ვიზიარებ ქართული საზოგადოების სამართლიან პროტესტს და მივმართავ ამის ორგანიზატორებს - დაუყოვნებლივ განუმარტონ საზოგადოებას მომხდარის მიზეზები და მოახდინონ მკაცრი რეაგირება მომხდარზე" - განაცხადა პრემიერმა.