20-06-2019
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაზე, საქართველოს პარლამენტში რუსი დეპუტატის გავრილოვის მიერ პარლამენტის თავჯდომარის სკამის დაკავებამ პარლამენტარების ნაწილში დიდი პროტესტი გამოიწვია.
ამ თემას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, სოფიო ქაცარავა სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„მართლმადიდებლური კავშირის საპარლამენტო ასამბლეა არ უნდა ჩატარებულიყო! ვიღებ ჩემ წილ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ მეტი უნდა გამეკეთებინა ამისთვის. ასამბლეა არ უნდა გაგრძელდეს“,- წერს სოფიო ქაცარავა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.