გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე რუსი დეპუტატების საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით: ჩვენ გვაქვს სამართლებრივი საფუძველი დეპუტატების შემოშვებისთვის ან არ შემოშვებისთვის

20-06-2019

„რაც შეეხება საკითხს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად შეეძლოთ რუსეთის დუმის დეპუტატებს საქართველოში ჩამოსვლა, ამასთან დაკავშირებით, როგორც მოგეხსენებათ, არის გარკვეული მიდგომა ჩამოყალიბებული და ეს მიდგომა ეფუძნება კანონს ოკუპაციის შესახებ და შეგახსენებთ, რომ ეს კანონი ოკუპაციის შესახებ არის არა ჩვენი ხელისუფლების პირობებში მიღებული, არამედ არის მანამდე, თუ არ ვცდები, 2008 წელს მიღებული. ანუ, ჩვენ გვაქვს სამართლებრივი საფუძველი დეპუტატების შემოშვებისთვის ან არ შემოშვებისთვის"-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სამართლებრივი საფუძველი მდგომარეობს შემდეგში: თუ არის დარღვეული ოკუპაციის შესახებ კანონი და აქ არის არსებითად საუბარი იმაზე, რომ არ უნდა იყოს შესული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე კონკრეტული მოქალაქე, ამ შემთხვევაში, ირღვევა ოკუპაციის შესახებ კანონი. 

"იყო ასეთი ორი შემთხვევა, ორი დეპუტატი იყო რუსეთის დუმიდან წარმოდგენილი ამ საპარლამენტო დელეგაციაში, ერთი იყო ზატულინი და მეორე იყო ვიატკინი, ორივეს ჰქონდა დარღვეული კანონი ოკუპაციის შესახებ და ამ სამართლებრივი საფუძვლით, ორივეს ეთქვა უარი საქართველოში შემოსვლაზე. რაც შეეხება რუსული დელეგაციის დანარჩენ წევრებს, მათ შორის იყო გავრილოვი და სხვა დეპუტატები, მათ არ ჰქონდათ დარღვეული კანონი ოკუპაციის შესახებ, შესაბამისად, არ არსებობდა სამართლებრივი საფუძველი იმისთვის, რომ უარი ეთქვა რომელიმე ორგანოს მათთვის საქართველოში შემოსვლაზე. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს არ არის დღეს მიღებული კანონი, ეს კანონი მოქმედებს ოკუპაციის დღიდან, თითქმის და ამ კანონში ცვლილებები არ შეტანილა ამ წლების განმავლობაში, კონკრეტული საფუძველი არსებობს არ შემოშვების. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვესმოდა სპეკულაციები სხვადასხვა უწყების მიმართ შემოშვება-არ შემოშვებასთან დაკავშირებით. მკაფიოდ არის ეს ყველაფერი განსაზღვრული კანონით. თუ კანონი უნდა შეიცვალოს და მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არ გვაძლევდა განსხვავებული რეაგირების საშუალებას მოქმედი კანონი, ამ შემთხვევაში, მზად ვართ ამაზე დისკუსიისთვის. ეს არის მეორე ნაწილი, რაზეც ასევე იყო უამრავი სპეკულაცია. ჩვენ გვქონდა, მათ შორის, მე მქონდა პირად საუბრებში ოპოზიციის წარმომადგენლებთან ამ პრობლემებზე ყურადღების გამახვილების საშუალება, ვამბობდით ჩვენ, რომ გარკვეული უხერხულობები იყო დაკავშირებული იმასთან, რომ ბუნებრივია, ჩვენ ვიყავით მასპინძელი ქვეყანა და რუსეთის დუმის წარმომადგენლები ჩამოდიოდნენ საქართველოში და კიდევ უფრო მეტი პრობლემა იყო დაკავშირებული იმასთან, რომ ასამბლეის პრეზიდენტი იყო რუსეთის ფედერაციის დუმის წარმომადგენელი. ამაზე გვქონდა ჩვენ საუბარი და ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ ეს პრობლემები თუ უხერხულობები მოგვეხსნა. ეს იყო, მაგალითად, გუშინდელ დღეს, როდესაც იხსნებოდა საპარლამენტო ასამბლეის სესია, თითოეული დეტალი და ნიუანსი იყო გავლილი იმისთვის, რომ თავიდან აგვერიდებინა პრობლემები. ეს ეხებოდა ქართველი წარმომადგენლების სიტყვით გამოსვლას - ვინ უნდა გამოსულიყო, როდის უნდა გამოსულიყო, ეს ეხებოდა, მაგალითად, ასევე, პატრიარქების სიტყვებს. ერთადერთი პატრიარქი, რომელიც არ წარმოადგენდა ჩვენს ქვეყანას, იყო თავდაპირველი დღის წესრიგით შემოთავაზებული, ბერძნებმა შემოგვთავაზეს, იყო მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის პატრიარქი და ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ გავრცობილიყო ეს სია იმისთვის, რომ შესაბამისი პრობლემა და უხერხულობა მოხსნილიყო. უამრავი დეტალი იყო გავლილი იმისთვის, რომ მოხსნილიყო ყოველგვარი პრობლემა რაც დაკავშირებული იყო ამ ყველაფერთან“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930