გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„სადახლოზე“ და „ნინოწმინდაში“ სომხეთის მოქალაქეების ავტომობილების დათვალიერებისას არადეკლარირებული სიგარეტის აღმოაჩინეს

12-02-2018

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სადახლო-საავტომობილო“, 11,920 ღერი არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის ფაქტი გამოვლინდა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული საქონელი სომხეთის მოქალაქის, ა.ლ-ს ფიზიკური დათვალიერებისას აღმოაჩინეს. 
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289 მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, ჩამოერთვა საქონელი და ფულადი ჯარიმა ათასი ლარის ოდენობით შეეფარდა. 
11 თებერვალს, ჯამში, 10,600 ღერი არადეკლარირებული სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის კიდევ ორი ფაქტი აღიკვეთა საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,ნინოწმინდა“ და ,,სადახლო-საავტომობილო“. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული საქონელი სომხეთის მოქალაქეების, ა.კ-სა და ა.ჰ-ს კუთვნილი ავტომანქანისა და ფიზიკური დათვალიერებისას აღმოაჩინეს. 
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289 მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, ა.კ-ს ჩამოერთვა საქონელი, სატრანსპორტო საშუალება და ფულადი ჯარიმა ათასი ლარის ოდენობით შეეფარდა. სამართალდამრღვევ მოქალაქის, ა.ჰ-ს საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930