გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ხატია დეკანოიძე: შესაძლოა მიხეილ სააკაშვილის პოლონეთში დეპორტაცია მოხდეს

12-02-2018

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ ზუსტად სად წაიყვანეს მიხეილ სააკაშვილი, თუმცა მისი ვარაუდით, ადამიანები, რომლებმაც სააკაშვილი დააკავეს, შესაძლოა საიმიგრაციო სამსახურის წარმომადგენლები იყვნენ. 
მისივე თქმით, ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, სააკაშვილი სავარაუდოდ აეროპორტისკენ წაიყვანეს, საიდანაც მისი პოლონეთში დეპორტაცია მოხდება. 
„მე ვესაუბრე ჩემს მეგობრებს, კოლეგებს უკრაინაში და რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, იყო სამი მიკროავტობუსი. როგორც ამოიცნეს, ეს იყო საიმიგრაციო სამსახური, როგორც თვითმხილველები ამბობენ, პერიმეტრს აკონტროლებდნენ ასევე სამართალდამცველები. ამ წუთებში ჩვენს მეგობრებს არ აქვთ ინფორმაცია, სად მიჰყავთ მიხეილ სააკაშვილი.
არის ის ფაქტორიც, რომ, როდესაც აკავებდნენ არ წარუდგენიათ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. ძალიან უხეშად მოხდა დაკავება, უფრო სწორად გატაცება. არის ვარაუდი, რომ მიყავთ აეროპორტისკენ, თუმცა შემდეგში მოვლენების განვითარება როგორი იქნება არ ვიცი, მაგრამ არის ვარაუდი, რომ მოხდება იმ მესამე ქვეყანაში, პოლონეთში დეპორტი, საიდანაც შევიდა უკრაინაში, რეადმისიის ხელშეკრულებით. 
როგორც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა არაერთხელ განაცხადეს, არავითარი სამართლებრივი უფლება საიმიგრაციო სამსახურს არ ჰქონდათ რომ სააკაშვილი დაეკავებინათ“- განაცხადა დეკანოიძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან საუბრისას. .
შეგახსენებთ, რომ სააკაშვილი ცოტა ხნის წინ უკრაინაში დააკავეს. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930