გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია ვოლსკი: რამდენადაც ვიცი, სააკაშვილი საქართველოში წარდგენილი ბრალდებების გამო არ დაუკავებიათ

12-02-2018

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გია ვოლსკის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის დაკავება არა საქართველოში, არამედ უკრაინაში წარდგენილ ბრალდებებს უნდა უკავშირდებოდეს.
ამის შესახებ ვოლსკიმ უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა. 
„რამდენადაც ვიცი, თუ არ მეშლება არ არის ეს დაკავება საქართველოში წარდგენილი ბრალდებების გამო, უკრაინას თავის ბრალდებები აქვს სააკაშვილთან. ჩვენ მართლმსაჯულებასაც პრობლემები აქვს სააკაშვილთან საზოგადოებას უამრავი კითხვები აქვს. მთავარია კანონი აღსრულდეს, მართლმასაჯულება არის მთავარი, რომელიც განსაზღვრავს მომავალს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით“-განაცხადა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ცოტა ხნის წინ უკრაინაში, ერთ-ერთ რესტორანში დააკავეს. დაკავების ერთ-ერთ მიზეზად მისი პოლონეთში დეპორტაცია სახელდება. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031