გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სააპელაციოსთან აქციაზე დაკავებულთა საქმეების განხილვის მიმდინარეობას აპროტესტებენ

24-06-2019

თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან დამოუკიდებელი იურისტები და საპროტესტო აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ. მათ პროტესტს მესამე სექტორის წარმომადგენლები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებიც შეუერთდნენ. ისინი სასამართლო პროცესებს აპროტესტებენ.


როგორც ანა დოლიძე აცხადებს, სასამართლო პროცესები და აქციის დროს დაკავებულთა საქმეების განხილვა პოლიტიკური წნეხით წარიმართა, ასევე იყო კონკრეტული ხარვეზები. ანა დოლიძე და სამოქალაქო აქტივისტები სოლიდარობას უცხადებენ დაკავებულებს და სასამართლოში "კლანური მმართველობის დასრულებას" მოითხოვენ.


დღეს დილით სააპელაციოში 12 ადმინისტრაციული სარჩელი შევიდა, თუმცა უცნობია განიხილავს თუ არა ამ სარჩელებს მოსამართლე ლევან მურუსიძე, ამ დროისთვის ელექტრონულ გამანაწილებელ სისტემას მოსამართლისთვის ეს საქმეები არ დაუწერია და შესაბამისად ჯერ უცნობია როდის დაიწყება ამ საქმეების განხილვა.


20 ივნისს აქციაზე 305 ადმინისტაციული წესით დაკავებულიდან ადმინისტრაციული პატიმრობა 21 ივნისს 121 პირს შეეფარდა. 23 ივნისს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძემ რამდენიმე საჩივარი განიხილა, მან აქციაზე დაკავებული სამი პირი სამართალდამრღვევად ცნო, მაგრამ პატიმრობიდან გაათავისუფლა.


20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა, ასევე გამოიყენა რეზინის ტყვიები.


20 ივნისს, დილით პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა, რასაც საკანონმდებლო ორგანოსთან მოგვიანებით საპროტესტო აქცია მოჰყვა.





https://imedinews.ge/ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930