გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
  იან კელი სააკაშვილზე: აუცილებელია იყოს სამართლიანობა დაცული ყველა მოქალაქესთან

13-02-2018

ამერიკის ელჩის იან კელის განცხადებით, უწყება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდება.

 

როგორც ელჩი განმარტავს, აშშ მხარს უჭერს საქართველოს, რომ მტკიცე დემოკრატიის ქვეყანა გახდეს, ხოლო სხვა კუთხით ნებისმიერი გადაწყვეტილება ქვეყნის სუვერენული გადაწყვეტილებაა.

 

„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მიმდინარე პროცესებს. აუცილებელია იყოს სამართლიანობა დაცული ყველა მოქალაქესთან და არა მხოლოდ პრეზიდენტის შემთხვევაში.

 

რაც შეეხება რა გავლენას მოახდენს ეს საქართველოზე-ჩვენ მხარს ვუჭერთ  საქართველოს, რომ განვითარდეს და გახდეს ძლიერი, მტკიცე დემოკრატიის ქვეყანა და მან თავისი რესურსები მიმართოს სტაბილური და წარმატებული მომავლისკენ, ხოლო სხვა კუთხით ნებისმიერი გადაწყვეტილება არის ქვეყნის სუვერენული გადაწყვეტილება” - განაცხადა იან კელიმ.

 

მიხეილ სააკაშვილი კიევის ერთ-ერთ რესტორანში გუშინ დააკავეს. შემდგომ კი პოლონეთში გააძევეს-ქვეყანაში, საიდანაც ბოლოს გადმოკვეთა უკრაინის საზღვარი.

 

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30