გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოფიო ქაცარავა: ვერ ვხედავ სივრცეს, რომ რუსეთი შეიცვლის დამოკიდებულებას, დაიცავს ევროსაბჭოს მთავარ პრინციპებს და პატივს სცემს საერთაშორისო სამართალს

24-06-2019

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოფიო ქაცარავა განცხადებას ავრცელებს. ის ევროპის საბჭოს საპარლამეტო ასამბლეაზე იმყოფება, სადაც რუსეთის ფედერაციიის დელეგაციის დაბრუნების საკითხს განიხილავენ. 

“ახლა ვიმყოფები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე. ინტერესი ამ სესიის მიმართ განსაკუთრებით მაღალია, რადგან განიხილება საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის ფედერაციის დელეგაციის დაბრუნების საკითხი.

ჩვენი პოზიცია, რასაც ყველა ფორმატში ვახმოვანებთ და დავაყენებთ დღის განმავლობაში არის პრინციპული და მყარი: არსებული სანქციების სისტემის წესების შეცვლას ვეწინააღმდეგებით და რუსეთის დაბრუნებას არ ვეთანხმებით.

რუსეთს აქამდე არ შეუსრულებლია არც ერთი რეზოლუცია თუ ვალდებულება. მათი დაბრუნების შემთხვევაში ვერ ვხედავ სივრცეს, რომ რუსეთი შეიცვლის დამოკიდებულებას, დაიცავს ევროსაბჭოს მთავარ პრინციპებს და პატივს სცემს საერთაშორისო სამართალს", - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930