გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: გაიმარჯვა უპირველესად ქართულმა საზოგადოებამ

24-06-2019

„გაიმარჯვა უპირველესად ქართულმა საზოგადოებამ, არა აქვს მნიშვნელობა რომელი პოლიტიკური გემოვნების მატარებელია , გაიმარჯვა ქართულმა დემოკრატიამ“, - ამბობს ექსპერტი, გია აბაშიძე ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

გია აბაშიძე მომავალი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ მთავრობის გადაწყვეტილებას ეხმაურება.

როგორც ის აღნიშნავს სასიხარულოა, რომ ხელისუფლება ისმენს საზოგადოების წუხილს, რომელიც მისი აზრით, ძალიან სამართლიანია. 

„სამწუხაროა, რომ ჩვენ ასე მტკივნეულად გვიწევს ეტაპობრივად სვლა, მაგრამ სასიხარულოა ის, რომ ხელისუფლება ისმენს პროტესტის იმ მუხტს, საზოგადოების იმ წუხილს, რომელიც ძალიან სამართლიანად იყო ამ დღეების განმავლობაში, ბევრი სხვა მიზეზის გამო, დაგროვილი, მარგამ საბაბები გამოჩნდა, რაც იყო რეალურად, ამას აღარ ჩამოვთვლი. კარგია, რომ წინ მივიწევთ. კონსტრუქციულად უნდა ვიაროთ დემოკრატიული განვითარებისკენ, რასაკვირველია, დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციებითა და ხელშეწყობით. როგორც ხედავთ, გვჭირდება ამ ახალ დემოკრატიული სახელმწიფოს, სხვების გამოცდილების გაზიარება. უპრიანი იქნება ჩვენი დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციების გათვალისწინება. შევადაროთ საქართველოს დემოკრატიული განვითარების ეტაპი მაშინ და ახლაც. ახლა, დიდი ალბათობით, შესაძლებელია, ვიხილოთ პარლამენტში დაჯგუფებები ცალკეული პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური მოთამაშეების. იქნება ეს პროევროპული მიმართულება თუ სხვა მიმართულება, როგორც ხდება, მაგალითად, ევროპარლამენტში. ცხადია, მოულოდნელობა იყო ყველასთვის როგორ იქნება ეს ნულპროცენტიანი ბარიაერი, ყველა ვერ შევა, რა თქმა უნდა, 150 ადგილია ამ პარლამენტში. ამიტომ ახლა უნდა დასხდნენ კონსტრუქციულად მოაზროვნენი და გათვალონ, როგორ იქნება შემდგომი ნაბიჯები და როგორ უნდა ჩამოყალიბდეს ეს მექანიზმი იმისთვის, რომ მშვიდობიანად და ნორმალურად მივიდეთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე”, - ამბობს ექსპერტი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930