გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლადო ბოჟაძე: ყველა შემთხვევაში ჯერ მაინც გვექნება 0.67 % ბუნებრივი ბარიერი, ანუ მოსული ამომრჩევლების ნამდვილი ხმები დაიყოფა 150 მანდატზე და დადგინდება ერთი მანდატის ფასი ხმების თვალსაზრისით

24-06-2019

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ,,სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი, ლადო ბოჟაძე დადებითად აფასებს.

მისი თქმით, პროპორციული საარჩევნო სისტემის ის მოდელი, რომელიც შემოგვთავაზა ,,ქართულმა ოცნებამ“ არის ძალიან კარგი, იმ თვალსაზრისით რომ რაიმე სახის გაწერილი ბარიერი არ არსებობს პოლიტიკური პარტიებისთვის.

,,თუმცა, ყველა შემთხვევაში ჯერ მაინც გვექნება 0.67 % ბუნებრივი ბარიერი, ანუ მოსული ამომრჩევლების ნამდვილი ხმები დაიყოფა 150 მანდატზე და დადგინდება ერთი მანდატის ფასი ხმების თვალსაზრისით, თუ რამდენი ხმა არის საჭირო რომ მანდატი აიღოს პოლიტიკურმა პარტიამ. პარტიები რა არაოდენობის ხმასაც მოაგროვებენ, იმდენი მანდატი ექნება საქართველოს პარლამენტში. ფაქტობრივად, დაკარგული ხმების და გაუნაწილებელი მანდატებისთვის ეს არის ყველაზე კარგი სისტემა, იმიტომ რომ მინიმუმამდეა ეს ყველაფერი დაყვანილი. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით რომ ძალიან ბევრ პოლიტიკურ პარტიას ფაქტობრივად, ყველას ვისაც ელემენტარული მხარდაჭერა აქვს ამომრჩევლებში და ცნობადობა ამ თვალსაზრისით, ექნება შანსი რომ პარლამენტში მოხვდეს თუნდაც ერთი მანდატით. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ყველა შემთვევაში გვეყოლება მრავალპარტიული პარლამენტი. სხვა საკითხია, რამდენად შეძლებს ,,ქართული ოცნება“ დამოუკიდებლად მოაგროვოს 50% +1 მანდატი და დამოუკიდებლად ჩამოაყალიბოს მთავრობა. თუ მას დაჭირდება სხვა პარტიების მხარდაჭერა, იმისთვის რომ ჩამოაყალიბოს კოალიციური მთავრობა“, - განაცხადა ლადო ბოჟაძემ.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება. განცხადება ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930