გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საკრუიზო გემებზე საქართველოს ასობით მოქალაქე დასაქმდება

24-06-2019

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და „ქოლუმბია შიპმენეჯმენტ“-ს (CSM) შორის ერთი თვის წინ დაწყებული მოლაპარაკებების შედეგად 2019-2020 წლებში საკრუიზო გემებზე ასობით საქართველოს მოქალაქე დასაქმდება სამუშაოზე, სადაც მინიმალური ანაზღაურება 800 ევროს შეადგენს.

საპილოტე პროექტის განხორციელება უკვე დაწყებულია. 1-ლ ეტაპზე შერჩეული კანდიდატები 24 ივნისს, 15:00 საათზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და „ქოლუმბია შიპმენეჯმენტ“-ის უცხოელ წარმომადგენლებთან გასაუბრების მე-2 ეტაპს გაივლიან.

„ქოლუმბია შიფმენეჯმენტი“ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და მაღალი რეპუტაციის მქონე კომპანიაა, რომელსაც დღეის მდგომარეობით მსოფლიო მასშტაბით გააჩნია 14 საკრუინგო კომპანია, ახორციელებს 380 გემის მენეჯმენტს, გააჩნია 20 საკრუიზო გემი და იახტა და დასაქმებული ყავს 15000-მდე ადამიანი.

„პროექტების წარმატებით განხორცილების შემთხვევაში უახლოეს 2 წელიწადში არანაკლებ 1000 ადამიანის დასაქმებას შევძლებთ ევროპულ გემებზე ღირსეული სამუშაო პირობებით. ამასთან ერთად უნდა აღინიშნოს, რომ „ქოლუმბია შიპმენეჯმენტი“ არ არის ერთადერთი კომპანია, ვისთანაც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო რეგიონის საკრუიზო ტურიზმის განვითარების მიმართულებით მოლაპარაკებებს აწარმოებს“ - განაცხადა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა.

8-9 მაისს სააგენტო, აჭარის მთავრობასა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასთან ერთად მასპინძლობდა ესტონეთის უმსხვილესი საზღვაო კომპანია - AS Tallink Grupp -ის წარმომადგენლებს, რომელიც სამოქმედო არეალის გაფართოებას გეგმავს შავი ზღვის მიმართულებით. AS Tallink Grupp არის ესტონეთის ყველაზე დიდი საკრუიზო და სატვირთო გემების კომპანია ბალტიის ზღვის რეგიონში, რომელსაც 14 თანამედროვე გემისაგან შემდგარი ფლოტი ჰყავს და მომხმარებელს მაღალი ხარისხის სატრანსპორტო სერვისებს სთავაზობს. აღნიშნული კომპანია ასევე დაინტერესებულია გემის ეკიპაჟის ქართველი მეზღვაურებით და თავის საკრუიზო გემებზე ქართველი პერსონალის დასაქმებით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930