24-06-2019
მოძრაობა ”გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი პროკურატურაში მის დაბარებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობს, რომ ამაში პრობლემას ვერ ხედავს.
ოქრუაშვილის თქმითვე ის დაკითხვაზე მისვლას აპირებს.
„მე ვაცნობე გამომძიებელს, რომ მზად ვარ მაგისტრ-მოსამართლესთან გამოვცხადდე, მას შემდეგ რაც მაცნობებენ დროს და მივცე ჩვენება ყველაფერზე, რაც მათ აინტერესებთ“, - განაცხადა ოქრუაშვილმა .