გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
R.O x Konoba უცხოელებს საქართველოში ჩამოსვლისკენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

24-06-2019

ბელგიელი მუსიკოსების დუო R.O x Konoba საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და საქართველოს მხარდაჭერისკენ მოწოდება გააკეთა. ამის შესახებ მათ Facebook - სთორიში წარწერით ფოტო გამოაქვეყნეს.


მუსიკოსები უცხოელებს საქართველოში მოგზაურობასა და ქართველების მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.


"სამი დღის წინ ქართველმა ხალხმა რუსეთის მიერ მათი ქვეყნის 20%-ის ოკუპაციის, და ასევე ქვეყნის ეკონომიკასა და პოლიტიკაზე რუსეთის გავლენის ზრდის გაპროტესტება დაიწყო... გახსოვდეთ, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელიც მიისწრაფვის ნატოსკენ და ევროკავშირისკენ", - წერენ მუსიკოსები.


20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა, ასევე გამოიყენა რეზინის ტყვიები.


20 ივნისს, დილით პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა, რასაც საკანონმდებლო ორგანოსთან მოგვიანებით საპროტესტო აქცია მოჰყვა.


R.O x Konoba ბრიუსელში დაფუძნებული ალტერნატიული ჟღერადობის დუოა, რომელიც მანქანების და ინსტრუმენტების, სიზმრების და რეალობის, მელანქოლიური ვოკალის და პოპ მელოდიების ერთობას წარმოადგენს.




https://imedinews.ge/ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930