გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: გამოძიებული იქნება თითოეული დეტალი, რომელიც გულწრფელი ემოციით გამოწვეული პროტესტით პროვოცირებას და გარკვეულ შემთხვევებში ძალის შესაძლო გადამეტებას ეხება

24-06-2019

გამოძიებული იქნება თითოეული დეტალი, რომელიც ეხება გულწრფელი ემოციით გამოწვეული პროტესტით პროვოცირებას და მეორეს მხრივ იმას, ხომ არ მოხდა გარკვეულ შემთხვევაში ძალის გადამეტება; ამაზე ქართული საზოგადოება მიიღებს კონკრეტულ და ობიექტურ პასუხებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, სამართლებრივი შეფასება მიეცემა როგორც უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მოწოდებებს, ასევე ძალის გამოყენების თვალსაზრისით შესაძლო გადაცდომებს.

„გამოძიება დაწყებულია და მივესალმები, რომ მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით პროცესში ჩართული იქნება სახალხო დამცველის აპარატი. ჩვენ დღეს ასევე გვქონდა შეხვედრა დიპლომატიურ კორპუსთან. აუცილებლად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცემა იმ ყველაფერს, რაც მოხდა. საქართველოში დემოკრატიული პროცესის შეჩერება გამორიცხულია. ჩვენ უზრუნველვყოფთ დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას უმაღლესი სტანდარტით ჩატარებული არჩევნების შესაბამისად, რომელიც უზრუნველყოფს პოლიტიკურ პლურალიზმს საქართველოს პარლამენტში, ვინაიდან ჩვენი ხედვაა, რომ საქართველო უნდა იყოს წარმატებული საპარლამენტო დემოკრატია. ამას უნდა შეეგუოს ყველა“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930