26-06-2019
ქართველმა კალათბურთელმა გოგა ბითაძე Adidas-თან კონტრაქტი გააფორმა.
კომპანიამ 60-კაციანი დრაფტის შემადგენლობიდან მხოლოდ სამი კალათბურთელი, გოგა ბითაძე, ჯარედ კალვერი და სეკუ დუმბია აარჩია.
ამის შესახებ სპორტული გამოცემები წერენ.
მანამდე გოგა დრაფტზე „ინდიანა პეისერსმა“ აიყვანა. მას 19-ნომრიანი მაისური გადასცეს.
გოგა ბითაძე 20 ივნისს ოფიციალურად გახდა პლანეტის ყველაზე ძლიერი საკალათბურთო ლიგის ერთ-ერთი წარმომადგენელი.