გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნიკა მელია: მივმართავ 92 დეპუტატს - რატომ დაამცირებინეთ საკუთარი თავები ასე?!

27-06-2019

ნიკა მელიამ სასამართლო დარბაზის დატოვების შემდეგ მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა.


დეპუტატის თქმით, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიეღო მოსამართლეს, გირაო ან პატიმრობა, ორივე შემთხვევაში გადაწყვეტილება იქნებოდა პოლიტიკური.


"გოგოხია, ესაა ადამიანი, რომელიც არაა უბრალოდ მოსამართლე. იგი უახლოესი მეგობარია ჩინჩალაძის.


დღეს მე პოზიციას ვერ შევიცვლიდი და ვერ ვიტყოდი იმას, რასაც არ ვფიქრობ", - აღნიშნა ნიკა მელიამ.


"გუშინ ჩვენ ვიხილეთ 92 დაჩოქილი, შეურაცხყოფილი, დამცირებული პარლამენტის წევრები "ქართული ოცნებიდან".


შიშმა აიყოლია ბიძინა ივანიშვილი. იგი არასწორ გზაზე იდგა ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე.


მივმართავ 92 დეპუტატს - რატომ დაამცირებინეთ საკუთარი თავები ასე, მე მერიდება თქვენ ნაცვლად", - განაცხადა ნიკა მელიამ.


მისივე თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას საჯარო სივრცეში საჯარო განცხადებების გაკეთება ეკრძალება.


"აქციებზე ვერ გამოვალ სიტყვით", - განაცხადა მელიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930