გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით მათიკაშვილი: მოხდა აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაოს გამოყენება და სპეციალური ღონისძიების შეფარდება, რაც დაახლოებით იგივეს გულისხმობს რაც არის შინაპატიმრობა

27-06-2019

მოხდა აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაოს გამოყენება და სპეციალური ღონისძიების შეფარდება, რაც დაახლოებით იგივეს გულისხმობს რაც არის შინაპატიმრობა, - ასე ეხმაურება უმრავლესობის დეპუტატი დავით მათიკაშვილი ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ 30 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას.

როგორც მათიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პროკურატურის მიზანი, რომ სისხლის სამართლის საქმის გამოძიების დროს ნიკა მელიამ არ მოახდინოს მოწმეებზე ზემოქმედება, არ ჩაიდინოს რაიმე ისეთი ქმედება, რომელიც ხელს შეუშლის სისხლის სამართლის საქმის გამოძიებას, მიღწეულია.

„სასამართლო არის დამოუკიდებელი და დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას. როგორც საზოგადოებამ ნახა, მოხდა აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაოს გამოყენება და სპეციალური ღონისძიების შეფარდება, რაც დაახლოებით იგივეს გულისხმობს რაც არის შინა პატიმრობა. ეს გულისხმობს შემდეგს - პროკურატურის მიზანი, რომ სისხლის სამართლის საქმის გამოძიების დროს ნიკანორ მელიამ არ მოახდინოს მოწმეებზე ზემოქმედება, არ ჩაიდინოს რაიმე ისეთი ქმედება, რომელიც ხელს შეუძლის სისხლის სამართლის საქმის გამოძიებას, მიღწეულია. პარალელურად, სასამართლომ მიიჩნია, რომ გამოძიების ეს ლეგიტიმური მიზანი შესაძლებელი იყო მიღწეულიყო ისე, რომ არ გამოყენებულიყო ნიკანორ მელიას მიმართ პატიმრობა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე მინდა ვაცნობო საზოგადოებას, რომ მცდარი ინფორმაცია ვრცელდება და აქ არანაირ საბოლოო გადაწყვეტილებაზე, განაჩენზე საუბარი არ არის“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930