გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მსოფლიოს თასისთვის საქართველოს მორაგბეთა ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა დასახელდა

27-06-2019

ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, მილტონ ჰეიგმა 2019 წლის მსოფლიოს თასისთვის საქართველოს მორაგბეთა ნაკრების გაფართოებული, 43-კაციანი შემადგენლობა დაასახელა, სადაც ვერ მოხვდა ზურაბ ჟვანია.


გასულ სეზონში ინგლისის „უოსპიში“ 28 წლის ქართველ მორაგბეს არაჩვეულებრივი სეზონი ჰქონდა და ლელოს დადება ორ ტურში მოახერხა.


როგორც ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა განმარტა, მან გუნდში მოხვედრის თითოეულ კანდიდატს ინდივიდუალური ტესტი ჩაუტარა და ჟვანია მორაგბეთა იმ ხუთ პროცენტში მოხვდა, რომელმაც ტესტის ჩაბარება ვერ შეძლო.


მსოფლიოს თასისთვის მზადების ფარგლებში ბორჯღალოსნები თბილისში რუსეთისა და შოტლანდიის ნაკრებთან გამართავენ ტესტ-მატჩებს. მსოფლიოს ჩემპიონატზე კი საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას 23 სექტემბერს, უელსის გუნდთან გამართავს.




https://imedinews.ge/ge/





ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930