გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: თითოეულ პოლიციელს დავიცავ!

27-06-2019

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, 20 მაისს განხორციელებული დაშლის ღონისძიებაზე პასუხისმგებელი არის თავად და თვლის, რომ პოლიციამ გამოიყენა ლეგიტიმური უფლება გამოეყენებინა ძალა. 

მინისტრის განცხადებით, პროპორციულობის ნაწილში არსებობს გარკვეული კითხვის ნიშნები გარკვეულ ეპიზოდებთან, რომელიც ასევე არის დეტალურად გამოსაძიებელი.

„ყველაფერი, რაც ამ ღონისძიების დროს მოხდა, რა თქმა უნდა, არის ჩემი პასუხისმგებლობა. ყველაფერი, მისი დაწყებიდან დასრულებამდე და ამ პასუხისმგებლობას მე არ გავურბივარ. ასევე, ჩემი პასუხისმგებლობა, რომ ის ყველაფერი, რაც დღეს ჩვენს საზოგადოებაში ხდება - როდესაც სახალხო სასამართლოს ვუწყობთ ცალკეულ ადამიანებს, პოლიციელებს მათ შორის, მაშინ როდესაც სამართლებრივი პროცედურები არც კი დაწყებულა, ესეც ჩემი პასუხისმგებლობაა. 

ის ადამიანები, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად თავის ფუნქციას ასრულებდნენ და იცავდნენ სახელმწიფო ინსტიტუტს, ადამიანები, რომლებიც პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, იცავდნენ სამოქალაქო სიმშვიდეს ამ ქალაქში და იძულებული გახდნენ გამოეყენებინათ ლეგიტიმური ძალა, ეს ადამიანები უნდა იყვნენ შეფასებულნი საზოგადოების მხრიდან შესაბამისად. კიდევ ერთხელ ავხსნი, ღონისძიებაზე პასუხისმგებელი ვარ, რა თქმა უნდა, მე და მე ამ პასუხისმგებლობას ვიღებ სრულად. მე ვთვლი, რომ პოლიციამ იმ მძიმე ღამეს გამოიყენა ლეგიტიმური უფლება გამოეყენებინა ძალა, პროპორციულობის ნაწილში არსებობს გარკვეული კითხვის ნიშნები გარკვეულ ეპიზოდებთან, რომელიც ასევე არის დეტალურად გამოსაძიებელი. აბსოლუტურად მკაფიოდ ვყოფ სამართლებრივ ნაწილს და პოლიტიკურ ნაწილს. სამართლებრივი ნაწილი, რომელიც მისაყვანია ბოლომდე, გამოსაძიებელია და ამას არ იძიებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ამას ვიძიებთ აბსოლუტურად ღიად, ამაში მზად ვართ ჩაერთოს როგორც სახალხო დამცველი, ყველა დაინტერესებული მხარე. სანამ არ იქნება დასმული წერტილი და არ გაეცემა პასუხი ამ პროპორციულობის ნაწილს, მე ვარ აქ და დავიცავ თითოეულ პოლიციელს, რომელსაც დღეს ზოგიერთი ჩვენი მოქალაქე ცდილობს, რომ „ბულინგის“ სახით მოუწყოს სასამართლო, რაც ასევე მიუღებელია. 

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ეს არის ის შემთხვევა, რომელიც საზოგადოების ყველა მხარესთან ერთად უნდა დავსხდეთ და დეტალურად განვიხილოთ. არ დაგავიწყდეთ ერთი რამ, ჩვენ თუ გვინდა ავაშენოთ სამართლებრივი სახელმწიფო, დაუშვებელია ფიზიკური ძალადობით შტურმის მიტანა სახელმწიფო ინსტიტუტებზე და მე მგონი ამაზე უნდა შევთანხმდეთ ყველა. 

ასევე, უნდა შევთანხმდეთ, დაუშვებელია იმ ადამიანების „ბულინგი“ და მათზე თავდასხმა, რომელიც ცდილობს ეს ინსტიტუტები, სახელმწიფო და კონსტიტუცია დაიცვას. თითოეული ღირსეული პოლიციელი, ვინც იმ მძიმე ღამეს კეთილსინდისიერად შეასრულა თავის ფუნქცია, ის ასრულებდა არა მხოლოდ თავის სამსახურებრივ მოვალეობას, არამედ ის თავის ქვეყანას ემსახურებოდა. ასეთი ხალხი იქ იყო რამდენიმე ასეული და ჩვენ ვამბობთ, რომ ძალის გამოყენება იყო ლეგიტიმური. რატომ არ გინდათ, რომ დავიწყოთ საერთოდ მიზეზებით რა მოხდა, როგორ მოხდა და როგორ დაიწყო. 

სამწუხაროდ ეს ადამიანები იყვნენ იძულებული გამოეყენებინათ სპეციალური აღჭურვილობა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს იყო ტრაგიკული შემთხვევა, მაგრამ ის ნაწილი, როდესაც პროპორციულობაზე ვსაუბრობთ - მართლაც გვაქვს, ჩვენ თვითონ დაფიქსირებული რამდენიმე მძიმე შემთხვევა და ვამბობთ, რომ მზად ვართ ამ შემთხვევაზე გვქონდეს სწორი, გამჭირვალე და საზოგადოებისთვის მისაღები რეაგირება. იმისთვის, რომ ხვალ და ზეგ მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდეს“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930