გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: იმიჯზე არასოდეს მიზრუნია

27-06-2019

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. 

„ჩემი იმიჯი არ არის ჩემი ძირითადი მიზანი და არასოდეს მიზრუნია მე ამ იმიჯზე, არასოდეს იმიტომ, რომ ჩვენი პრობლემა სწორედ ის ბიუროკრატია და ის პოლიტიკური სტატუსის მატარებელი ფიგურები არიან, რომლებიც პირველ რიგში ზრუნავენ იმიჯზე. ეს არ არის ჩემი ზრუნვის საგანი დღეს. ის რაც თქვენ ბრძანეთ გუნდთან დაკავშირებით, როგორც კი მე როგორც ამ პოზიციიდან მოქმედი ადამიანი გუნდისთვის გავხდები დამაზიანებელი, ჩვენ როგორმე ამ საკითხს გადავწყვეტთ. თუმცა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა ვთქვა - ჩემი აქ ყოფნის ერთადერთი მიზეზი და მიზანი დღეს გახლავთ, რომ მოვახდინო სრული რეალიზება იმ პასუხისმგებლობის რომელიც არ არის მხოლოდ ჩემი პასუხისმგებლობა. ეს არის მთლიანად შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხისმგებლობა, ყველაფერი რაც ჩვენ ამ სამინისტროში გაგვიკეთებია წელიწადნახევრის განმავლობაში. ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი ჩემთვის პირადად, ჩემი გუნდისთვის და თითოეული პოლიციელისთვის. შესაბამისად, იმიჯი არ არის ჩემი მიზანი. 

რამდენიმე დღე თუ არ ვჩანდი მხოლოდ და მხოლოდ გამო გამომდინარე იმ პროცესებიდან რომლებიც მიმდინარეობდა ქუჩაში. არ გამოგვეწვია დამატებითი გაღიზიანება ან ტემპერატურის ზრდა. არც ერთი პრობლემა, მაშინვე, მეორე დღეს გამოჩენის ან კითხვებზე პასუხის გაცემის, მე არ მქონია არც მაქვს და არც მექნება. 

პარლამენტში მისვლა იყო ჩენი ინიციატივა. თხოვნით მივმართეთ პარლამენტს ზოგიერთი პარლამენტარის, ასე ვთქვათ გასაკვირი განცხადებებიდან გამომდინარე, რომ თურმე გიორგი გახარიას არ მიუშვებენ პარლამენტში და ასე შემდგომ. მე არ ვიცი რატომ მიიღო პარლამენტმა ასეთი გადაწყვეტილება და არ მოგვცა კონკრეტული თარიღი. ჩვენ პარლამენტში მისვლის სურვილი გვაქვს ყოველთვის და შეგვიძლია მივიდეთ იქ ხვალაც და მაშინაც როცა დაგვიძახებენ. ზოგ შემთხვევაში შეიძლება თქვენს წინაშე ჯდომა შეიძლება ჩემთვის ცოტა უფრო რთული იყოს ვიდრე პარლამენტში მისვლა, მიუხედავად ამისა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ სამინისტროს კარი მედიისთვის და ყველასთვის ყოველთვის არის ღია. და ჩვენ არასოდეს არ შეგვშინებია მწვავე კითხვების და არც ჩვენი პოზიციის დაფიქსირების და კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს 8 დღე იყო მხოლოდ და მხოლოდ გამოწვეული იმით, რომ არ გამოგვეწვია დამატებითი ტემპერატურის ზრდა ეს იყო და ეს მეტი არაფერი. 

არსებობს ამ ტრაგიკული შემთხვევის ორი განზომილება სამართლებრივი - რომელსაც მე მივიყვან ბოლომდე და ასევე, პოლიტიკური პასუხისმგებლობა შტურმზე, პოლიციაზე ორგანიზებულ ფიზიკურ თავდასხმასა და პარლამენტზე ეკისრება იმ ადამიანებს რომლებმაც ამ შტურმს გაუწიეს ორგანიზება. თუ მე, ჩემმა პოლიციელებმა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სისტემურად ან კონკრეტულ ცალკე აღებულ შემთხვევაში გადაამეტეს ძალაუფლებას, ამაზეც პასუხისმგებელი ვარ მე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამ პასუხისმგებლობის აღრევის საშუალებას მივცემთ ვინმეს და მეორე და არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს მივცემთ საშუალებას სახელმწიფო ინსტიტუტების პოლიციის, ძალოვანი სტრუქტურების მიერ გახდეს მარგინალიზებული - ამის საშუალებას არ მივცემთ არავის, რაც არ უნდა გვიწოდონ - ჯალათი, სისხლის მსმელი, და კიდევ ბევრი რამ, არ მინდა ამ დეტალებში შევიდე“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930