14-02-2018
მიუხედავად იმისა, რომ ანჯელინა ჯოლის და ბრედ პიტის ურთიერთობა, ჯერ კიდევ, არ დასრულებულა(წყვილი, ამ ეტაპზე, ჯერ კიდევ არ არის განქორწინებული), ანჯელინამ, კატეგორიული გადაწყვეტილება მიიღო - ლოს-ანჟელესიდან, ლონდონში, გადავიდეს საცხოვრებლად და პოლიტკურ საქმიანობაში ჩაერთოს. სანდო წყაროს ინფორმაციით, მას არა აქვს სურვილი, რომ მის ყოფილ შეყვარებულთან ერთად, ერთ ქალაქში ცხოვრობდეს და პერიოდულად, ერთმანეთს ხვდებოდნენ.
ამ ეტაპზე, ანჯელინა მზად არის, მსახიობის კინოკარიერა დათმოს, ჩაერთოს პოლიტიკურ საქმიანობაში და სამუდამოდ გადავიდეს, ლონდონში საცხოვრებლად.
მას გადაწყვეტილი აქვს, რომ დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოში, საქველმოქმედო და საზოგადოებრივ საქმეში ჩაერთოს.
რამდენიმე ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბავშვებს, მამის, ბრედის რეგულარულად ნახვის უფლება მიენიჭათ, თუმცა, დედასთან ცხოვრების უფლებით.
ანჯელინა, უკმაყოფილო იყო, იმ ფაქტით, რომ ბრედმა, ჯენიფერ ენისტონთან, ურთიერთობა აღადგინა და მისი ყოფილი შეყვარებული, შვილებს გააცნო.
ამის შემდეგ, ჯოლიმ, შვილები, ლოს-ანჟელესიდან იორდანიაში წაიყვანა, რამაც ბრედის უკმაყოფილება გამოიწვია.
სავარაუდოდ, ანჯელინას, ლონდონში საცხოვრებლად გადასვლის გადაწყვეტილება, მსახიობისთვის, დიდი დარტყმა იქნება.
როგორც ჩანს, წყვილის, წინ, მორიგი უთანხმოებები ელოდება.