გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე თანაგუნდელებზე: კრიტიკული აზრი გამოითქვა, თუმცა, განსაკუთრებულ სანქციებზე საუბარი არ ყოფილა

28-06-2019

„განსხვავებული აზრისა და ნეიტრალურად სხვანაირი პოზიციის გამო ჩვენ გუნდის წევრებს არ ვსჯით“, - ამის შესახებ „ქართული ოცნეიბს“ თავმდჯომარემ მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მდინარაძის თქმით, სხდომაზე იმ დეპუტატების მიმართ სანქციებზე არ უმსჯელიათ, რომლებმაც ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხზე კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს:

„დღეს ბევრი მიმდინარე საკითხი განვიხილეთ, მათ შორის, არა მხოლოდ პოლიტიკური. ვილაპარაკეთ გუშინწინდელ ფაქტთან დაკავშირებითაც. განსაკუთრებულ სანქციებზე საუბარი ნამდვილად არ ყოფილა იმ კონკრეტული პირების მიმართ, რომლებმაც კონკრეტულ შემთხვევაში, თუნდაც ნეიტრალური, მაგრამ გუნდის საწინააღმდეგო პოზიცია დააფიქსირეს. ამის მოლოდინი იყო დღეს მედიაში, მაგრამ ეს მოლოდინი არ გამართლდა, როგორც ამას წინასწარ ვაანონსებდით, იმიტომ, რომ განსხვავებული აზრისა და თუნდაც, ნეიტრალურად სხვანაირი პოზიციის გამო ჩვენ გუნდის წევრებს არ ვსჯით და სანქციებს მათ წინააღმდეგ არ ვამოქმედებთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, მთავარია, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამ აქციაში იღებს მონაწილეობას, გამოხატავდეს თავის პროტესტს, თავის ემოციას მშვიდობიანი ფორმით:

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა ნიკა მელიას დაპატიმრებაზე პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის საკითხს მხარი დაუჭირა. აღნიშნული დადგენილება 26 ივნისს პლენარულ სხდომაზე 91 ხმით, არც ერთის წინააღმდეგ მიიღეს. ამით ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩერდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930