გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: გახარია პასუხისმგებლობას არ ერიდება და ამასთან დაკავშირებით მისი პოზიცია ბევრჯერ დაფიქსირდა

28-06-2019

„გიორგი გახარია არასდროს გაურბის პასუხისმგებლობას. პირად ურთიერთობაშიც ასეთია“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„გუშინ მოვისმინეთ გიორგი გახარიას ინტერვიუ. დღესაც იყო მისი განცხადებები, რომ არ გაურბის არანაირ პასუხისმგებლობას. ჩვენს ასე ვიცნობთ მას, პირად ურთიერთობაშიც ასეთია გიორგი გახარია. ის არასდროს გაექცევა პასუხისმგებლობას და მისი პოზიცია ბევრჯერ დაფიქსირდა ამასთან დაკავშირებით. 

გუშინ 2 საათის განმავლობაში იგივეს ვისმენდით. არ სჭირდება ამ საქმის გამოძიებას იმდენი დრო, რომ მოკლე ვადის განმავლობაში ხელშესახებ შედეგებზე ვერ ვისაუბროთ. 

აქედან გამომდინარე, მივიღოთ ეს ელემენტალური შედეგები, რაზეც დაყრდნობითაც ჩვენ შევძლებთ კონკრეტული დასკვნების გამოტანას და შემდეგ უკვე უფრო ზუსტად შეგვეძლება, ვუსაუბროთ იმაზე, კონკრეტულად ვისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.

არ უნდა დაგვავიწყდეს არავითარ შემთხვევაში, იმ უპასუხისმგებლო ადამიანების თუ პოლიტიკური ძალების პოლიტიკური პასუხისმგებლობის შესახებ, რომლებმაც წააქეზეს და ყველაფერი გააკეთეს, რომ გულწრფელი ადამიანის ემოცია ემართათ. მათმა ქმედებამ გამოიწვია ეს ყველაფერი, მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობა ზოგიერთებს ხანდახან ავიწყდებათ და ამაზე ჩვენ ადეკვატური პასუხი უნდა გვქონდეს, როდესაც სხვის პასუხისმგებლობაზე ვსაუბრობთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930