30-06-2019
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფიო გორგოძის განმარტებით, 11 ქალაქის 23 საგამოცდო ცენტრის სექტორები გაგრილების სისტემითა და ყველა საჭირო ინვენტარით არის აღჭურვილი.
ცენტრებთან გამოცდების პერიოდში მუდმივად იქნება მობილიზებული სასწრაფო დახმარების მანქანები, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.
2019 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 41000-მდე აბიტურიენტი, საერთო სამაგისტრო გამოცდაზე კი 12000-მდე კანდიდატი დარეგისტრირდა.
2019 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩატარების განრიგი ცნობილია. გამოცდები პირველ ივლისს დაიწყება და 23 ივლისს დასრულდება.