30-06-2019
საქართველოში ევროპული ბიზნესასოციაციის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი, დევიდ ლი 20 ივნისის აქციის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში განცხადებით ეხმიანება.
"ბევრის დღევანდელ შეკითხვებს ვუპასუხებ. დღეს ვარ კაჭრეთში ბრიტანისტი მეგობრის ქორწილში.
ცხადია, ინტერნეტით ვუყურებდით დღევანდელ მოვლენებს. დღეს, გუშინ, მანამდეც შემხვდა რამდენიმე კარგად ნაცნობი ევროპელი კოლეგა. გზავნილი მივიღე და მარტივად ვიტყვი მათ განწყობებს - პარლამენტში ძალადობრივი შეჭრა და ამაზე მოწოდებები ნაცმოს მიერ ვერ 'პრავდება' დასავლეთში.
მიშას შედარებები, რომ გარეთ 2003წ. და მსგავსი მოვლენებია, არ 'იჭმევა' ბრიუსელებსა და ლონდონებში. დრონიდან გადაღებული ფოტო/ვიდეო კი დასავლელებს არ აინტერესებთ.
თანაც მაქსიმალურად გამოჩენილი ნაცმოსა და მათი სატელიტების მიერ მობილიზებული აქტივი უფრო აქ განსჯისათვისაა საინტერესო, ვიდრე ევროპასა და ვაშინგტონში. რეალურად მათ შეიტყვეს პარლამენტში ძალისმიერი შეჭრის მოწოდებები რევანშიტებისგან და ამას ვერაფრით გადაღეჭავენ. უზუსტესი კრისტალიზაცია კი სახეზეა. God save our country!" - წერს დევიდ ლი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.