გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მდი­ნა­რე ცივ­ში და­ღუ­პუ­ლი მამა-შვი­ლი ხვი­ჩა და მა­რი­ამ გა­ბეს­კი­რი­ე­ბი არი­ან

30-06-2019

გავრცელებული ინფორმაციით, მდი­ნა­რე ცივ­ში და­ღუ­პუ­ლი მამა-შვი­ლი ხვი­ჩა და მა­რი­ამ გა­ბეს­კი­რი­ე­ბი არი­ან.


გარ­დაც­ვლი­ლე­ბის ცხედ­რე­ბი სე­ნა­კის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ სა­ხარ­ბე­დი­ო­ში, მდი­ნა­რე ცივ­ში მაშ­ვე­ლებ­მა დღეს დი­ლით იპო­ვეს.


სოფ­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გე­ნლის, ზაურ ცი­ნა­ძის თქმით, მამა და 12 წლამ­დე ასა­კის გო­გო­ნა სა­ქონ­ლის მო­სა­ძებ­ნად იყ­ვნენ წა­სუ­ლე­ბი.


ცი­ნა­ძე ამ­ბობს, რომ სა­ვა­რა­უ­დოდ ბავ­შვი მდი­ნა­რე­ში ბა­ნა­ობ­და და მამა სწო­რედ მის გა­დარ­ჩე­ნას ცდი­ლობ­და.


"რო­გორც ოჯა­ხის ახ­ლობ­ლე­ბის­გან ვიცი, ძრო­ხის მო­სა­ძებ­ნად იყ­ვნენ წა­სუ­ლი მან­ქა­ნით. სა­ღა­მოს სახ­ლში რომ არ მო­ვიდ­ნენ, ახ­ლობ­ლებ­მა და­ი­წყეს მათი ძებ­ნა. მდი­ნა­რის ნა­პი­რას იპო­ვეს ბავ­შვის ტან­საც­მე­ლი და მა­მის ნივ­თე­ბი - სან­თე­ბე­ლა და მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი.


ფაქტს თვითმხილ­ვე­ლი არა­ვინ ჰყავს. ჩვე­ნი ვა­რა­უ­დით, ბავ­შვი მდი­ნა­რე­ში ბა­ნა­ობ­და, დი­ნე­ბამ წა­ი­ღო და საშ­ვე­ლად მამა გა­დახ­ტა. გო­გო­ნა დე­დას­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და სე­ნაკ­ში, ეს დღე­ე­ბი მა­მას­თან ყო­ფი­ლა სო­ფელ­ში", - ამ­ბობს ცი­ნა­ძე.


ფაქ­ტზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბა 115-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას გუ­ლის­ხმობს.




https://www.ambebi.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930