გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, მაისი 07, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
დოდო გუგეშაშვილი კლინიკიდან შვილის პანაშვიდზე წაიყვანეს

14-02-2018


დოდო გუგეშაშვილი ღუდუშაურის კლინიკიდან რეანიმობილით თავისი ძმის სახლში გადაიყვანეს, სადაც მისი შვილის ცხედარი ასვენია. დოდო გუგეშაშვილს შვილის გარდაცვალების შეახებ ცოტა ხნის წინ მეგობრებმა და სასულიერი პირებმა შეატყობინეს.

კლინიკის მედპერსონალი გუგეშაშვილის ტრანსპორტირებაზე თანახმა არ იყო. ექიმ ნიკოლოზ ქარცივაძის თქმით, გუგეშაშვილს კლინიკაში დღესვე დააბრუნებენ მკურნალობის გასაგრძელებლად.

გუგეშაშვილებზე შეიარაღებული თავდასხმა 7 თებერვალს, დიღმის მასივში მოხდა, რა დროსაც თადარიგის პოლკოვნიკი დოდო გუგეშაშვილი დაჭრეს, მისი შვილი, 33 წლის გრიგოლ გუგეშაშვილი კი ადგილზე დაიღუპა. 

გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ-ის 108-ე და 19-109-ე მუხლები).




imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031